კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ კანდელაკი (დ. 9 ივლისი, 1907, სოფ. ბახვი,ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 25 მაისი, 1965, თბილისი)
ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1929 წელს თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს ბათუმის საშუალო სპეციალურ სასწავლებელში პედაგოგად და პარალელურად ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. ამ პერიოდში გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი. 1938 წელს გამოდის თბილისში და მუშაობას იწყებს სხვადასხვა თანამდებობებზე, თანამშრომლობს თელავის, ბათუმის, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ლექტორად, კათედრის გამგედ. ნიკოლოზ კანდელაკი ერთი პირველთაგანია, ვინც იკვლევდა ქართული მჭერმეტყველების ისტორიას. ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა მისმა ნაშრომებმა: „ქართული მჭერმეტყველება. ძეგლები და მასალები“, „ქართული კლასიკური მჭერმეტყველება“, „ქართული მჭერმეტყველება. პირველი ქართველი ორატორები“ და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments