კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიგლა ფირცხალავა (დ. 15 სექტემბერი, 1922, ფოთი ― გ. 4 ივნისი, 1983, თბილისი) –
გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1978).
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1950), იყო ნ. კანდელაკის მოწაფე. 1941-1942 წლებში ფირცხალავამ პოლიტიკური კარიკატურების ბეჭდვა დაიწყო ჟურნალ “ნიანგში”, აგრეთვე ფრონტულ ფურცლებში “კომუნისტი” და “ლახვარი”. 1950-1966 პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა  სამხატვრო სასწავლებელში, 1967-იდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1952-იდან თანამშრომლობდა ჟურნალ “კროკოდილში”.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments