კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ანჯაფარიძე (დ. 12 აპრილი, 1928, ქ. ქუთაისი – გ. 12 აპრილი, 1997) –
მომღერალი (დრამატული ტენორი), სსრკ სახალხო არტისტი (1966), ზ. ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი.
1952 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. დ. ანდღულაძის კლასი). 1952-1959 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1959-1970 წლებში – სსრკ დიდი თეატრის სოლისტია. 1970-იდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს უბრუნდება.
დაკრძალულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments