დავით ანდღულაძე (დ. 15 ოქტომბერი [ძვ. სტ. 3 ოქტომბერი], 1895, სოფელი ბახვი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ნოემბერი, 1973, თბილისი) – მომღერალი (დრამატული ტენორი), სსრკ სახალხო არტისტი (1950), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1973). 1925 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ე. ვრონსკის კლასი). 1926 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე შედგა მისი დებიუტი. 1933-1935 წლებში ანდღულაძე სსრკ დიდი თეატრის სოლისტი იყო. 1935 წლიდან კი კვლავ თბილისს დაუბრუნდა. 1946 წლიდან ანდღულაძე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი იყო (1958 წლიდან პროფესორი). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

