კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კობა დავითაშვილი (დ. 31 ივლისი, 1971, თბილისი — გ. 2 დეკემბერი, 2020) –
პოლიტიკოსი, საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) დეპუტატი.
1993 წელს მონაწილეობდა ქართულ–აფხაზურ შეიარაღებულ კონფლიქტში, მსახურობდა არტილერიის გაერთიანების ოცმეთაურად. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და 2004-2006 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „სააკაშვილი — ნაციონალური მოძრაობა“. 2006 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე. დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების მხრიდან აქციის ძალადობრივად დაშლის დროს ერთ-ერთი დაზარალებულია. ის ფიქრობდა, რომ საპროტესტო აქციაზე მასზე თავდასხმას ორგანიზება ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაუწია.
საარჩევნო ბლოკ „ეროვნული საბჭოს“ სიით გახდა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (07-06-2008 – 20-06-2008), მაგრამ დეპუტატის მანდატზე თავის თანამოაზრეებთან ერთად უარი განაცხადა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“ (2012-2016). 2017 წელს დაუდგინდა ე.წ. ბეხტერევის დაავადება. 2020 წლის ნოემბერში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 25 ნოემბრიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაიცვალა 2 დეკემბერს. გარდაცვალების მიზეზი გახდა პოლიორგანული უკმარისობა, მას განუვითარდა სეფსისი და სეპტიური შოკი.
დაკრძალეს მშობლიურ სოფელ ნიაბში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments