შალვა დავითაშვილი (1934-2011) –
კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე
დაამთავრა სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი 1962 წელს. 1961 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1966-1968წწ. იყო ახალქალაქის სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1969 წლიდან თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი; 1993-2011წწ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუზეუმის დირექტორი;
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

