კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ჩუბინიშვილი (1889-1945) –
კომპოზიტორი, მომღერალი.
მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში; აქვე დიდი ყურადღება მიაქცია ზ. ფალიაშვილმა, რომელიც ასწავლიდა საგუნდო სიმღერას, მანვე გაანაწილა სასწავლებლად ცნობილ კომპოზიტორ, მევიოლინე და პედაგოგ ა. ყარაშვილთან; 1907–1911წწ. მღეროდა ცნობილ მომღერალ და ქორმეისტერ ი. რატილის გუნდში; 1911 წლიდან როგორც მომღერალი გამოდის საქართველოს ქალაქებსა და ასევე რუსეთში; 1927–1928წწ. მუშაობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილედ; მოგვიანებით დაიწყო საკომპოზიტორო შემოქმედება; მთლიანად შემოიფარგლა კამერულ–ვოკალური ჟანრით; ავტორია გახმაურებული რომანსებისა და სიმღერების(ორმოცზე მეტი).
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments