კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დავით გამეზარდაშვილი (1920-1985)
კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.
1944 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1947–1951წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურის გამგე; 1953–1954წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1955 წელს ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე; 1956–1957წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი; 1959 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგე.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments