ალექსანდრე თაყაიშვილი (დ. 29 სექტემბერი, 1895, დაბა აღბულახი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 30 ოქტომბერი, 1958, თბილისი) –
რეჟისორი და მსახიობი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დამაარსებელი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1914 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და შევიდა კიევის კიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ერთი წლის შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში. 1924 წელს ა. თაყაიშვილი კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია რუსთაველის თეატრში მსახიობად, სადაც შეასრულა რამდენიმე საინტერესო როლი. 1928-1945 ა. თაყაიშვილი ხელმძღვანელობს მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრს – დადგა 25 სპექტაკლი. 1945-1956 წლებში ა. თაყაიშვილი თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. 1945 წლიდან ღვაწლმოსილი რეჟისორი საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი იყო.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

