კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

არჩილ გომიაშვილი (დ.23 მარტი, 1926; ჭიათურა — გ. 31 მაისი, 2005; მოსკოვი) – მსახიობი, ბიზნესმენი, საქართველოს სახალხო არტისტი (1966). არჩილ გომიაშვილი დაიბადა 1926 წელს ქალაქ ჭიათურაში, 1940-1942 წლებში სწავლობდა თბილისის ხელოვნების კოლეჯში, სახვითი ხელოვნების განხრით. თეატრისადმი ინტერესი არჩილ გომიაშვილმა გამოავლინა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლაში სწავლის დროს, სადაც მან ისწავლა რამდენიმე წლის განმავლობაში. იგი თბილისში, მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრის აკადემიურ დასში. 1958 წელს, მსახიობმა მუშაობა დაიწყო ფოთის ერისთავის სახელობის თეატრში, შემდეგ კი — გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში. არჩილ გომიაშვილმა სახალხო აღიარება მოიპოვა 1971 წელს, როდესაც მან ითამაშა ოსტაპ ბენდერის როლი ფილმში „12 სკამი“. რუსეთში გადასვლის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს თავდაპირველად მოსკოვის ლენინის სახელობის თეატრში, შემდებ კი პუშკინის სახელობის დრამატულ თეატრში. არჩილ გომიაშვილი 1990 წელს კომპანია „სითი ბიზნესის“ პრეზიდენტი გახდა,ხოლო 1992 წელს მან მოსკოვში გახსნა კლუბი „ოქროს ოსტაპი“, რომელმაც მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვის სასაფლაოზე.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments