გაიოზ გოგიბერიძე (1922-2000) – საქართველოს სახალხო არტისტი. 1938-1941წწ. და 1943-1950წწ. იყო ბათუმის, ჩოხატაურის, ხულოს თეატრების მსახიობი; 1951-1956წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა, შემდეგ ქუთაისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

