კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლავრენტი ავალიანი (დ. 6 ოქტომბერი, 1923, სოფ. გუმათი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ― გ. 1943) – საბჭოთა კავშირის გმირი (მიენიჭა სიკვდილის შემდეგ 1943 წლის 1 ნოემბერს), მეავტომატე. დაიბადა გლეხის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს წითელ არმიაში. მდინარე დნეპრის ქვემოწელთან ბრძოლების დროს (1943) ავალიანი შეიჭრა მტრის სანგარში და 30 გერმანელი მოკლა. მომდევნო ბრძოლებში მტრის 18 ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა. ქ. მელიტოპოლთან ბრძოლაში (ამ დროს ოცეულს მეთაურობდა) ხელყუმბარით ტანკს ქვეშ შეუვარდა. დაკრძალულია ძმათა სასაფლაოზე, ზაპოროჟიეს ოლქის ტოკმაკის რაიონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments