კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დუდე ძნელაძე (დ. 1 ნოემბერი, 1889, ხაშური — გ. 12 დეკემბერი, 1971, თბილისი) –
რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943).
სწავლობდათბილისის რეალურ, ხოლო შემდეგ მოსკოვში, კომერციულ სასწავლებელში. გაიტაცა თეატრალურმა ცხოვრებამ, რამაც განაპირობა მისი მომავალი საქმიანობა. მან მთელი შეგნებული ცხოვრება თეატრს დაუკავშირა. 1913 წელს დაბრუნდა სამშობლოში და წარმართა ხაშურის სცენისმოყვარეთაა წრის მუშაობა, როგორც მსახიობმა და რეჟისორმა. შემდეგ მისი მოღვაწეობის ასპარეზია ქუტაისი, თბილისი, აჭარა და კვლავ ხაშური. აქ  პირველად დადგა უ. ჰაჯიბეკოვის ოპერეტა „არშინ მალ-ალან“. 1927 წელს დ. ძნელაძე მიავლინეს სოხუმში, სადაც დააარსა ქართული თეატრი.  პარალელურად მონაწილეობდა ქართულ კინოფილმებში: „იბრაგიმ და გოდერძი“, „ჯანყი გურიაში“, „ღრუბელთა თავშესაფარი“ და სხვა. დ. ძნელაძე თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია. იგი 18 წლის მანძილზე იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. შემდეგ მოღვაწეობდა საქართველოს ფილარმონიაში დაშეთავსებით ეკავა თეატრალური საზოგადოების თავჯდომარის მოადგილის თანამდებობა. სცენაზე განასახიერა 100-ზე მეტი როლი და დადგა 50-მდე სპექტაკლი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments