მიხეილ ცერცვაძე (1914-1976)
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს და განაგრძო სწავლა ასპირანტურაში.
1941 წელს ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს წითელ არმიაში და 1946 წლამდე მსახურობდა კონტრდაზვერვის ოპერატიულ მუშაკად კავკასიის, ცენტრალურ და პირველი უკრაინის ფრონტებზე კაპიტნის წოდებით; 1946 წლიდან დაუბრუნდა მშვიდობიან შრომას;
1946-1948წწ. იყო უფროსი მასწავლებელი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1948 წელს დაიცეა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; I958 წლამდე მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში;
1962-1966წწ. განაგებდა კათედრას საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში; გამოაქვეყნა 80-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია. მიღებული აქვს ორდენები და მრავალი მედალი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

