ბორის ჩხეიძე (1902-1979) –
მწერალი.
ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1927 წლიდან. მისი თხზულებებია მოთხრობების კრებული „დღეები“ (1931), რომანი „ფერო“ (1932), „ომგადახდილი“ (1945), 1905 წლის რევოლუციის ამსახველი რომანი „ლიახვის პირას“ (1947), „ხოხბის წყაროსთან“ (1960), „მწვანე ხოდაბუნი“ (1960). მოთხრობების კრებული გამოსცა 1934, 1940, 1950, 1954, 1964, 1967 წლებში. მისი მოთხრობები და რომანები თარგმნილია რუსულ ენაზე.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

