კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იუზა ზარდალიშვილი (1883-1943) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. სცენაზე ზარდალიშვილი პირველად ბათუმში გამოვიდა. მას ,,ედმუნდ კინში“ უსიტყვო როლი ჰქონდა.  იგი ორი წლის მანძილზე ქუთაისის თეტრში ყველა წარმოდგენაში მხოლოდ, ეპიზოდურ , უსიტყვო როლებში მონაწილეობდა, მაგრამ სწორედ აქ გამოავლინა ისეთი ნიჭი და შრომის უნარი, რომ მესამე სეზონში (189-1900წწ. )  ხალ პიესაში ,,და–ძმა“ მთავარი როლი შეასრულება მიანდეს. თავად პიესის ავტორი აღფრთოვანებული ამბობდა: ,,უკეთესი ვერ წარმომედგინა ჩემი გმირი“. იუზა ზარდალიშვილი ქუთაისის თეატრში ჩამოყალიბდა მსახიობად. 1910 წლიდან გადავიდა თბილისის თეტრში. 1912 წელს ქართულმა დრამატულმა საოზგადოებამ ზარდალიშვილი მიავლინა მოსკოვში, რუსეთის მოწინავე თეტრის გასაცნობად. 1920 წლიდან 1922 წლმადე თბილისის თეტრების კომისარი იყო. 1922 წლიდან 1925 წლამდე ხელმძღვანელობდა ქუთაისის დრამაული თეტრის დასს, ხოლო შემდეგ, 1928 წლამდე, ფოთის თეატრში მუშაობდა. 1927 წელს ქუთაისში მისი ინიციატივით დაარსდა საკოლმეურნეო თეატრი, რომელიც დასავლეთ საქართველოს სოფლებს ემსახურებოდა. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted