ნოდარ ჩაჩანიძე (1929-1998) –
საქართველოს სახალხო არტისტი.
დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1954 წელს. 1955-1957 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის მსახიობი. 1957 წლიდან ჭიათურის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები. გადაღებულია ფილმებში: “სამანიშვილის დედინაცვალი” (კირილე), “ბათა ქექია” (ბათა) და სხვა.
დაკრძალულია ქალაქ ჭიათურაში. საფლავის ფოტოები მოგვაწოდეს ჭიათურის გიორგი ნუცუბიძის სახელობის თეატრალური მუზეუმის თანამშრომლებმა თინათინ გოცაძემ და მაკა გოგატიშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

