იოსებ ბოცვაძე (1914-1981) – ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი(1964). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტები. ლექციებს კითხულობდა თბილისის, ქუთაისის და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგე. მისი გამიკვლევები ეხება ქართული ლიტერატურის, კრიტიკისა და ჟურნალისტიკის აქტუალურ საკითხებს. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული პედაგოგიური აზრის შესწავლაში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

