კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მამია დუდუჩავა (დ. 14 აგვისტო, 1911, ქვემო ხეთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი— გ. 8 მაისი, 1980) – ლიტერატურათმცოდნე და ხელოვნებათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. დაიბადა 1911 წლის 14 აგვისტოს ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ქვემო ხეთში. 1931 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1944-1947 წლებში იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი; 1948-1952წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი; 1952 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1954 წლიდან ლიტერატურის თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი; წერდა კრიტიკულ წერილებს, მონოგრაფიებსა და ნარკვევებს ახალი ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის საკითხებზე. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments