სერგო ქობულაძე (დ. 7 თებერვალი, 1909, ახალციხე — გ. 22 ივლისი, 1978, თბილისი) – საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი. სამხატვრო აკადემიის რექტორი. 1925-1930 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1931 წლიდან სსრკ-ის დიდი თეატრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი სერგო ქობულაძე თეატრში კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია 1932 წელს. ამ დროიდან მისი მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეატრთან. 1930 წლიდან სისტემატიურად მონაწილეობდა გამოფენებში, რომლებიც თბილისში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ეწყობოდა. 1950-იან წლებში მისი ნამუშევრები გაიგზავნა ვენეციასა და ლონდონში. 1930-1932 წლებში მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. 1938 წლიდან ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1939 წლიდან სერგო ქობულაძემ, პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის, სერგო ქობულაძემ მოხატა საზეიმო ფარდა (1960) რომელშიც მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა. სერგო ქობულაძე გარდაიცვალა 1978 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

