კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იონა ვაკელი (ნამდვილი სახელი იონა ლუკას ძე მეგრელიძე) (დ. 10 ნოემბერი, 1900, სოფელი ვაკე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 1 აპრილი, 1988, თბილისი) –
მწერალი და დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
პირდაწყებითი განათლება მშობლიურ სოფლის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო ფოთში. 1920 წელს წარჩინებით დაამთავრა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები. შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. მისი პირველი ლექსი „გურია“ 1918 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „მხედარში“, ლექსთა პირველი კრებული კი 1922 წელს, აქედან მოყოლებული ქართველ მკითხველს არ მოჰკლებია იონა ვაკელის ლექსები, პოემები, პიესები, მისეული თარგმანები. განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ქართულ დრამატურგიას, მათგან დიდი წარმატებით სარგებლობდა პიესა „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, რომელიც 1933 წელს დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments