კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ (ბაჩანა) რაზიკაშვილი (16 მაისი, 1866, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი — გ. 18 დეკემბერი, 1928, თბილისი) –
პოეტი.
გორის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ (1885) მასწავლებლობდა ვეჯინში, 1890 წლიდან კი – ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში. მწერლობა 80-იან წლებში დაიწყო. ბაჩანას პოეზიაში მთის ხალხთა ზეპირსიტყვიერებისა (კრებდა მის ნიმუშებს) და ქართული კლასიკური მწერლობის (განსაკუთრებით უფროსი ძმის, ვაჟა-ფშაველას) დიდი გავლენა შეინიშნება. მისი შემოქმედების თემატიკას იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავდა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments