კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ბაბილოძე (დ. 20 აპრილი, 1911, სოფ. ტარა, ომსკის ოლქი ― გ. 19 აგვისტო, 1990, თბილისი) –
სპორტსმენი-ტანმოვარჯიშე, ქართველ ტანმოვარჯიშეთა ძველი თაობის წარმომადგენელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1947), სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1957), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1940), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1971).
1937 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი, ხოლო 1947 – ფიზკულტურის ცენტრალური საკავშირო ინსტიტუტის ფილიალი. სსრკ ჩემპიონი ორძელზე (1939) და რგოლებზე (1940) ვარჯიშში. სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1932). საკავშირო პროფკავშირების აბსოლუტური ჩემპიონი მრავალჭიდში (1939). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments