ვაჟა აბაკელია (დ. 26 ოქტომბერი, 1948, მარტვილი — გ. 12 ივლისი, 2019) – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე. იუსტიციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. პოლიტიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1971-1979 წწ. ქ. თბილისის პარტიული ორგანიზაციების მუშაკი; 1980-1990 წწ. მუშაობდა მოსამართლედ; 1991 წელს იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

