გურამ ასათიანი (დ. 12 აგვისტო, 1928, თბილისი — გ. 28 ივნისი, 1982) – ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. სწავლობდა ჯერ თბილისის შემდეგ კი მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც მან დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1955 წლიდან ქართულ და რუსულ პრესაში იბეჭდებოდა ასათიანის კრიტიკული წერილები თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებზე. 1956 წელს საქართველოში დაბრუნდა. იყო „ლიტარატურნაია გაზეტას“ საკუთარი კორესპოდენტი საქართვეოში, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენო განყოფილების გამგე, შ რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილების გამგე, ხოლო 1977 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე „ლიტერნატურნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი. 1977 წელს მონოგრაფიისათვის „ვეფხისტყაოსნიდან“ „ბახტრიონამდე“ მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოტორის სამეცნიერო ხარისხი. სხვადასხვა დროს იგი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, ჟურნალების „ლიტერნატურნოე ობოზრენიეს“, „ცისკრის“, ალმანახ „კრიტიკის“, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედკოლეგიის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული აფხაზური ლიტერატურის საბჭოს თავმჯდომარე, სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული კრიტიკის საბჭოს წევრი. 1965 წლიდან 1980 წლამდე ხელმძღვანელობდა შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის განყოფილებას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მანანა ქიქოძე (1923-2011) – ისტორიკოსი, შრომის ვეტერანი.

