კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლევან ასათიანი (დ. 12 ივლისი, 1900, თბილისი — გ. 14 მაისი, 1955) –
ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ „მნათობის“ პასუხისმგებელ მდივნად, შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. ასათიანის საყურადღებო ნაშრომებია: „ვოლტერიანობა საქართველოში“ (1927, 1933), მიძღვნილი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე პროგრესულად მოაზროვნე ქართველი მწერლებისადმი; „ძველი საქართველოს პოეტი ქალები“ (1936), რომელშიც გამოქვეყნებული აქვს ქართული მწერლობის მანამდე უცნობი ნაწარმოებებიც; ვრცელი მონოგრაფია „ცხოვრება აკაკი წერეთლისა“ (1940, 1965). ასათიანის მრავალი წერილი აშუქებს ქართველ კლასიკოსებისა და საბჭოთა მწერლების შემოქმედების, აგრეთვე ქართულ-უცხოური ლიტერატურული ურთიერთობის საყურადღებო საკითხებს. მისი რედაქციით გამოცემულია ქართველ კლასიკოსთა თხზულებანი ქართულ, რუსულ, უკრაინულ და სომხურ ენებზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments