კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ატო აღნიაშვილი (1905-1930) –

მთამსვლელი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ბავშვობა შვეიცარიაში გაატარა, სადაც ზედმიწევნით შეისწავლა ფრანგული ენა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროს, გიორგი ნიკოლაძის რჩევით, ფრანგულიდან თარგმნა ინჟინერ ჰ. რულესა და მ. ფრეშეს მონოგრაფია “ნომოგრაფიის კურსი” (გამოიცა გიორგი ნიკოლაძის რედაქტორობით). მისი ხელმძღვანელობით შრომის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მუშაობდა ფიზკულტურის წრეები, თითქმის შეუცვლელად ასრულებდა ვარჯიშების მსაჯის როლს და იყო მეთოდოლოგიური კომისიისა და სხვადასხვა სექციის აქტიური წევრი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელთა განყოფილების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მყინვარწვერზე მთამსვლელური განყოფილების ექსპედიციის პირველი ასვლის ერთ-ერთი მოთავე (1923). მყინვარწვერზე ავიდა ხუთჯერ, თითოჯერ – იალბუზსა და ცენტრალური კავკასიონის მრავალ მნიშვნელოვან მწვერვალზე. დაიპყრო არაერთი გეოგრაფიული მწვერვალი (მყინვარწვერზე პირველი ასვლისას დაღუპვისაგან იხსნა ექსპედიციის წევრი), შეაგროვა მეცნიერულ-საზოგადოებრივი მნიშვნელობის მრავალი მასალა. გარდაიცვალა სვანეთის გზატკეცილის გაყვანის დროს სამშენებლო სამუშაოებზე.

დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე. მასთან ერტად დაკრძალულია ნიტო აღნიაშვილი (1900-1928) – ცნობილი მთამსვლელი.

 

   

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments