კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ჩიქოვანი (1933-2011) –
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მომღერალი, მუსიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ფსიქიატრის სპეციალობით; ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო-სადირიჟორო).
მუშაობდა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ- თანამშრომლად, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად და სარეაბილიტაციო განყოფილების გამგედ, თბილისის მთავარ ფსიქიატრად (1974). 1979 წელს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სარეაბილიტაციო ცენტრის თავმჯდომარედ. მუშაობდა საოპერო სტუდიაში და მონაწილეობდა სხვადასხვა საოპერო სპექტაკლების დადგმაში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments