კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ოთარ ჩახუნაშვილი (1927-2016) –
ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949 წელს იყო თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1950-1954წწ. მოსკოვის ნ. სკლიფოსოვსკის სახელობის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1955-1960წწ. ამავე ინსტიტუტის II ქირურგიული კლინიკის უმცროსი თანამშრომელი; 1961-1964წწ. უფროსი თანამშრომელი, IV ქირურგიული განყოფილების გამგე; 1965-1978წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიული კათედრის დოცენტი; 1978-1982წწ. ქირურგიული I კათედრის პროფესორი; 1983-1984წწ. აკადემიის კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, პროფესორი; 1985-1995წწ. სამედიცინო აკადემიის პრორექტორი, კათედრის პროფესორი; 1996 წლიდან აკადემიის პრორექტორი სამკურნალო დარგში და ქირურგიის I კათედრის გამგე; ავტორია 161 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს 10 მონოგრაფია, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments