კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ანთელავა (დ. 11 სექტემბერი/24 სექტემბერი, 1893, ზუგდიდი — გ. 25 აპრილი, 1970, თბილისი) –
მეცნიერი, ქირურგი, გულმკერდის ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1957), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1962).
1920 წელს როსტოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშობა დაიწყო თბილისში. 1923-1924 წლებში მივლინებული იყო გერმანიაში ზაუერბრუხისა და ბირის კლინიკებში. 1928 წელს მუშაობდა ლენინგრადში ვ. შევკუნენკოსთან. 1929-1938 წლებში განაგებდა სოხუმის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას. 1939-1941 წლებში ხელმძღვანელობდა დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიულ კათედრას. 1941-1946 წლებში იყო ამიერკავკასიის ევაკოჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი, ხოლო 1949-1954 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი. 1941-1970 წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის თორაკალური ქირურგიულ კათედრას. ანთელავა იყო საქართველოს და სსრკ ფთიზიატრტა სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი. ქირურგთა საერთაშორისო საზოგადოების ნამდვილი წევრი, პიემონტის (იტალია) ქირურგთა საზოგადოებისა და ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახელობის ქირურგთა საზოგადოების საპატიო წევრი. ლენინური პრემიის ლაურეატი (1961).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ჯიმშერ (ჯიმი) ანთელავა (დ. 3 ივნისი, 1928, თბილისი — გ. 5 დეკემბერი, 1987) – ოფთალმოლოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments