გია აბესაძე (დ. 1956, ზესტაფონი — გ. 21 სექტემბერი, 1991, ზესტაფონი) – ექიმი, კარდიოლოგი. 1991 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავი დაიწვა სამოქალაქო დაპირისპირებისადმი პროტესტის ნიშნად. მისი სახელი მიენიჭა ისტორიულ ქუჩას ძველ თბილისში. დაკრძალულია ზესტაფონში, “ფეროს” სასაფლაოზე.

