კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნინო ჯავახიშვილი (1914, მოსკოვი, ― გ. 24 ივლისი, 2012, თბილისი) – ანატომი და სახელმწიფო მოღვაწე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1953), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1935 წელს. 1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  ექსპერიმენტალური მორფოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1959-2006წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. მის გვერდით განისვენებს მისი მეუღლე-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მამია კომახიძე (1905-1980)
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments