გიორგი ჟურული (1865-1951) – პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი (ფინანსთა მინისტრი). 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. გ. ჟურული ავტორია მეტად საინტერესო მოგონებებისა. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

