ნინო ორბელიანი (1838-1919) –
მსახიობი, პოეტი.
ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა XIX საუკუნის 60-იან წლებში; მრავალი ლექსის ავტორია, გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ ერთი მცირე მოცულობის კრებული; თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან (“ცისკარი”, “მნათობი”, “დროება”, “ივერია”, “კვალი”, “ცნობის ფურცელი”);
გარდაიცვალა ღარიბთა თავშესაფარში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

