კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიზო ნიშნიანიძე (დ. 1928, თბილისი — გ. 19 სექტემბერი, 2011, საჩხერე) –
მწერალი და პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
პროფესიით ჟურნალისტმა ლექსების წერა 53 წლის ასაკში დაიწყო. 1980-იან წლებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დადგა სპექტაკლი, დოკუმენტური პოემა „პაემანი ვერაზე“, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. 2010 წელს მან სპექტაკლი აღადგინა. მასვე ეკუთვნის ქართული კონიაკის ფუძემდებლის, დავით სარაჯიშვილის შესახებ შედგენილი ბიოგრაფიული კრებული. 2003 წელს გიზო ნიშნიანიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა.  ნიშნიანიძე საჩხერეში სტუმრად ყოფნისას საკუთარი ლექსის წარმოთქმისას მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments