მიხეილ ქორელი (ქორიძე) (დ. 8 ნოემბერი, 1876, მილანი — გ. 27 მაისი, 1949, თბილისი) –
რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
დაიბადა XIX საუკუნის ქართული მუსიკალური კულტურის ცნობილი მოღვაწის ფილიმონ ქორიძის ოჯახში. შემოქმედებითმა ატმოსფერომ იმთავითვე განსაზღვრა ნიჭიერი ახალგაზრდის მომავალი. ყმაწვილი სწავლობდა ჯერ პეტერბურგის უნივერსიტეტში, შემდეგ მოსკოვის ლაზარევის სახელობის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში. პარალელურად მსახიობობდა და როდესაც 1092 წელს ერუდირებული აღმოსავლეთმცოდნე სამშობლოში დაბრუნდა მას 8 წლის სასცენო გამოცდილებაც ჩამოჰყვა რუსეთიდან. თბილისში მიხეილ ქორელმა განაგრძო მსახიობობა, შემდეგ გადავიდა ბაქოს ქართულ თეატრში. 1910 წლიდან როგორც რეჟისორი, ხელმძღვანელობდა თეატრებს და დგამდა სპექტაკლებს ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, ჭიათურასა და რესპუბლიკის სხვა ქალაქებში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მათან ერთად დაკრძალულია მერი ქორელი და ნუცა ჩხეიძე (1881-1963) – საქართველოს სახალხო არტისტი.

