მიხეილ კვალიაშვილი (1898-1974) –
რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1924 წელს (ვოკალის განხრით). 1925–1926წწ. მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში; 1926 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი; დადგმული აქვს: “აბესალომ და ეთერი”, პ. ჩაიკოვსკის “იოლანტა”, “მაზეპა”, “პიკის ქალი”, ბოროდინის “თავადი იგორი”, როსინის “სევილიელი დალაქი”, პუჩინის “ბოჰემა”; 1939–1940წწ. მუშაობდა სსრკ მოსკოვის დიდ თეატრში; მონაწილეობა მიიღო “აბესალომ და ეთერის” დიდი თეატრის სცენაზე დადგმაში; ავტორია მემუარების ორი წიგნისა (რუსულ ენაზე, I-1969, II–1975), რომლებიც ბევრ საინტერესო მასალას შეიცავს.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

