იაკობ მელია (1917-1999) –
პოეტი, ჟურნალისტი, ფილოლოგი.
დაიბადა ქუთაისში. უმაღლესი ფილოლოგიური განათლება (რუსული ენა და ლიტერატურის სპეციალობით) მიიღო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში.
მუშაობდა ჟურნალისტიკის სფეროში, აჭარის კულტურის სამინისტროს მეთოდკაბინეტში, საექსკურსიო ბიუროს უფროს ინსტრუქტორად; არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: “ლირიკა” (1952), “ლექსები” (1955), “ბედნიერება” (1958), “ზურმუხტოვან ბაღნარებში” (1961), “ლექსები” (1962), “მზე და სანგარი”(1970), “ფერად-ფერადი” (1973), “მამულო ჩემო” (1976), “მზე შინა” (1979), “მზეო დამლოცე” (1981), “მე მივდიოდი შავი ზღვის პირად” (1985), “საქართველოზე ილოცეთ” (1991). 1990 -იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში.
დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

