კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ მეგრელიშვილი (1898-1919) –

პოეტი.

დაიბადა სოფელ შუა ფარცხმაში, ჩოხატაურის რაიონი. სწავლა ქუთაისში დაიწყო, მაგრამ 1914 წელს გადმოვიდა ქუთაისიდან თბილისში და სწავლობდა ქართულ გიმნაზიაში. ლექსებს სიყმაწვილიდანვე წერდა. მისი პირველი ლექსი 1914 წელს გამოქვეყნდა გაზეთ “თემში”. 1918 წელს გრიგოლ მეგრელიშვილი გახდა ახლად დაარსებული ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, იმავე წელს მოხალისედ წავიდა ფრონტზე და აჭარაში, ბათუმთან ებრძოდა თურქებს, იმერეთში, საჩხერეში ოსებს, აფხაზეთში, უფრო სწორად ჯიქეთში, დენიკინის რუს ბანდიტებს. შემდეგ მესხეთში, ფოცხოვში იცავდა საქართველოს, სადაც მოკლეს კიდეც სამშობლოსათვის თავგანწირული 21 წლის პოეტი.

დაკრძალულია სოფელ შუა ფარცხმაში.

       

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments