კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლიდია მეგრელიძე (დ. 14 აგვისტო, 1883, ბაილეთი — გ. 13 ივლისი, 1968) —

საბავშვო მწერალი, ფემინისტი და ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტი.

1917 წელს აირჩიეს ფოთის საქალაქო საბჭოში და იყო პირველი ქალი, რომელიც ამ საბჭოს წევრი გახდა. 1925 და 1927 წლებში გამოსცა საბავშვო ლექსების ორი პატარა კრებული. მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდებოდა დაწყებითი სკოლის სახელმძღვანელოებში. 1931-1932 წლებში მუშაობდა პროფკავშირის საბიბლიოთეკო ინსტრუქტორად და მოიარა მთელი საქართველო. 1934 წლიდან გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1935-1936 წლებში მოგზაურობდა ვლადიკვაკვაზში, ბაქოში, მოსკოვსა და ლენინგრადში.

დაჯილდოებულია მედლით „შრომითი მამაცობისთვის“. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments