კონსტანტინე არსენიშვილი (დ. 17 სექტემბერი [ ძვ. სტ. 4 სექტემბერი], 1907, ქუთაისი — გ. 17 ივლისი, 1968, თბილისი) —
ჰოდროტექნიკოსი. ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1962), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).
1930 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. კოთხულობდა ლექციებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. არსენიშვილის კვლევის შედეგები განზოგადოებულია წიგნში „ტალღური დინებები ღია დიდქანობიან არხებში“ (თბილისი, 1970, რუსულად გამოიცა 1961, ინგლისურად — 1965). არსენიშვილის მიერ დამუშავებული უტალღო ჰიდროტექნიკური არხების აგების მეთოდების საფუძველზე აშენდა ტყიბულის ჰესის სწრაფდენი, იგოეთისა და აზერბაიჯანის საირიგაციო სისტემები. არსენიშვილის მიერ დამუშავებული არხების პროფილები და სხვა რეკომენდაციები შეტანილია აშშ-ის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაპროექტების სტანდარტებში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ეკატერინე ბაღდავაძე (დ. 24 ოქტომბერი, 1916, თბილისი — გ. 15 აგვისტო, 1975) — ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1954).

