გიზი ამირეჯიბი (დ. 30 სექტემბერი, 1927, თბილისი – 9 მარტი, 2013, თბილისი) –
პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე.
დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს. 1957 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფორტეპიანოს კათედრის გამგედ; თავისი მოღვაწეობის განმავლობაში კონცერტები გამართა ამერიკის შეერთებულ შტატატებში, კანადაში, გერმანიაში, პოლონეთში, იუგოსლავიასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყნის დედაქალაქში. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, პედაგოგი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

