კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ელერდაშვილი (დ. 16 აპრილი, 1956, თბილისი — გ. 23 მაისი, 2021) — ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის განხრით. თანამშრომლობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მთარგმნელობით კოლეგიასთან. 1996 წლიდან იყო გაზეთ „ფანტაზიის“ და მასთან არსებული გამომცემლობის მთავარი რედაქტორი. იყო მთარგმნელთა კლუბის ხელმძღვანელი. მისი პირველი თარგმანები დაიბეჭდა სტუდენტობის პერიოდში „უნივერსიტეტის გაზეთში“. თარგმნილი აქვს არა ერთი პოეტური კრებული, სადაც შესულია რუდაქის, ფირდოუსის, ხაიამის, რუმის, ფრანჩესკო პეტრარკას, უილიამ შექსპირის და სხვა პოეტთა ლექსები. გამოცემული აქვს უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (სამ ტომად), სპარსულ-ქართული ლექსიკონი, სპარსული ქრესტომათია, პოეტური თარგმანის ანთოლოგია. ქართველი პოეტები (ენციკლოპედია, 2021). დაკრძალულია მახათას პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments