კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თამაზ ბიბილური (დ. 9 აპრილი, 1934, სოფელი ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი — გ. 10 დეკემბერი, 1992, თბილისი) — მწერალი, დრამატურგი. 1956 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მუშაობდა გაზეთში „ახალგაზრდა კომუნისტი“ (ბოლოს — რედაქტორის მოადგილედ), ხოლო 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ. თამაზ ბიბილურის ლიტერატურული დებიუტი შედგა 1957 წელს ჟურნალში „ცისკარი“, სადაც მისი მოთხრობები გამოქვეყნდა. 1973 წელს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი — ნარკვევებისა და მინიატურების კრებული. ამას მოჰყვა: მოთხრობების კრებული „ნიღაბი“, რომანი „ჟამი კითხულისა“, „მთვარის შვილი“, „ჩივილი“, რომენი „შვიდი ხმისა და ტოროლასათვის“, ბოლოს კი საყმაწვილო წიგნი „წელიწადის დრონი“ (1989), რომელსაც 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.  გარდაიცვალა 1992 წლის 10 დეკემბერს. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments