ვახტანგ ახვლედიანი (1939-2012) – მთარგმნელი, მწერალი. დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. სხვდასხვა პერიოდში მუშაობდა: პედაგოგად, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ, გამომცემლობა “საბჭოთა აჭარის” საწარმოო განყოფილების გამგედ, უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის პასუხისმგებელ მდივნად; გაზეთ “ადჟარიას” რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად, აჭარის ბეჭვდითი სიტყვის სახელმწიფო დეპარტამენტის, აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის, ქართული ენის დეპარტამენტის თავმჯდომარედ; ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას, იყო აჭარაში ჩამოყალიბებული ორგანიზიციის (“სახალხო კრება”) ხელმძღვანელი. მუშაობდა პროზაში, პოეზიაში, დრამატურგიაში, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას; გამოცემული აქვს წიგნები. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

