კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შიო  არაგვისპირელი (ნამდვილი გვარი დედაბრიშვილი) (დ. 16 დეკემბერი [ძვ. სტ. 4 დეკემბერი], 1867, სოფ. ქაისხევი (ან თანდილაანთკარი), დუშეთის რაიონი — გ. 2 იანვარი, 1926, თბილისი) —  მწერალი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში (1877-დან), შემდეგ (1883-დან) თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1887 დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი; 1889 დაამთავრა სემინარია და 1890-დან ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა.  1893 ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა „საქართველოს განთავისუფლების ლიგა“, რისთვისაც სხვებთან ერთად დააპატიმრეს. იყო ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთაისის ციხეში. 1895 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. ამ წლებში ბევრი ხელნაწერი დაეკარგა, მარტო ერთი „მოგონება“ დაიბეჭდა 1890 წელს „ჯეჯილში“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted