მარლენ ბარამია (1984-2008) – კაპრალი, “შინდისის გმირი”. დაიბადა 1984 წლის 12 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონში. 2007 წლის მარტში კარანტინი გაიარა ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში, მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის არქონის გამო უარი უთხრეს საკონტრაქტო სამსახურზე. იმავე წლის ნოემბერში ხელმეორედ გაიარა კარანტინი, ამჯერად სენაკის II ქვეით ბრიგადაში, სადაც დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში. 2007 წლის 1 დეკემბრიდან იმსახურა 8 თვე. დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ სიკვდილის შემდეგ. დაკრძალულია სამტრედიაში.

