კლიმენტი გოგიავა (1912-1979)
მწერალი, ჟურნალისტი.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
მუშაობდა ” საქკინმრეწვში” რეჟისორის თანაშემწედ მხატვრულ ნაწილში, რკინიგზის “სემაფორის” რედაქტორად, მოსკოვის გაზეთ “საქკინმრეწვის” რედაქტორად, 1935-1939წწ. იყო გაზეთ “კომუნისტისა” და “ბოლშევიკის” თანამშრომელი. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, მხატვრულ ნარკვევებს მეთევზეთა, სამამულო ომის გმირების, მთამსვლელთა და სხვ. ცხოვრებიდან, აგრეთვე ლიტერატურის თეორიისა და კრიტიკის საკითხების შესახებ წერილებს (1934 წლიდან იბეჭდებოდა “მნათობში”, “ბოლშევიკში”, “კომუნისტში”.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

