დავით გვრიტიშვილი (დ. 15 თებერვალი, 1915, სოფელი იკოთი, ახალგორის მუნიციპალიტეტი — გ. 20 ოქტომბერი, 1969, თბილისი) – ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1938 წელს. 1942-1943 წლებში იბრძოდა II მსოფლიო ომში. 1943 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ისტორიის ინსტიტუტში; 1956-1961 წლებში იყო თსუ ისტორიის ფაკულტეტის დეკანი; 1961-1969 წლებში საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

