შალვა გიორგაძე (1908-2002) – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1933 წელს. 1926 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახკომსაბჭოს კომენდატურაში; 1933 წელს მუშაობა დაიწყო ყაზბეგის რაიონის წყალთა მეურნეობის სამმართველოში ერთ-ერთი ჰიდროტექნიკური ობიექტის მშენებლობის უფროსად; 1938 წელს გადაიყვანეს ქუთაისის წყალთა მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1956 წლიდან მუშაობდა სამშენებლო ტრესტ “სამგორწყალმშენის”, ხოლო შემდეგ – სამშენებლო ტრესტ “წყალმშენის” მმართველად. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

